ტურამის უარი ფორესტს
ხეფრენ ტურამმა ნოტინგჰემ ფორესტის წინადადება უარით გაისტუმრა და მათ რიგებში თამაში არ სურს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურამის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ თუ მას გუნდის დატოვება მოუწევს, ფრანგს პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდში გადასვლა სურს.
წყაროს ცნობით, ხეფრენის მიმართ ინტერესს ფორესტის გარდა ნიუკასლი და ასტონ ვილა იჩენენ. იუვენტუსს მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
