შკრინიარი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს მცველის მილან შკრინიარის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
წყაროს ინფორმაციით, სლოვაკი მცველი პარიზული გუნდის გეგმებში არ შედის და იანვარში მისი პსჟ-დან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
გამოცემის ცნობით, იუვენტუსი შკრინიარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ პსჟ მის იჯარით გაშვებას დათანხმდება. თავად სლოვაკი სერია ა-ში დაბრუნებისა და იუვენტუსის რიგებში თამაშის წინააღმდეგი არ არის.