იუვენტუსი ზირკზეეს გაფორმების იმედს არ კარგავს
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი მანჩესტერის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება და თუ გადაწყდა, რომ ნიდერლანდელი გუნდის გეგმებში აღარ შედის, ზირკზეე იანვარში წითელი ეშმაკების რიგებს დატოვებს.
გამოცემის ცნობით, ზირკზეეს გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსი იქნება. ტიაგო მოტას 23 წლის ფორვარდის გუნდში ხილვა სურს და კრისტიანო ჯუნტოლი მანჩესტერთან მოლაპარაკებებისთვის აქტიურად ემზადება.