TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო მონცასთან მატჩისთვის მზად იქნება

თასზე კალიარისთან გამარჯვების შემდეგ, ტიაგო მოტას გუნდი სერია ა-ში მონცასთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის განკარგულებაში ლომბარიდული გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ანდრეა კამბიაზო ბრუნდება. იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის იუვენტუსის განაცხადში იქნება.

განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს არკადიუშ მილიკი და პოლონელი დიდი ალბათობით 2025 წლამდე თამაშს ვერ შეძლებს.