ჯუნტოლის იუვენტუსში ოსიმენის ხილვა სურს
იტალიელი ჟურნალისტის გუიდო ტოლომეის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში ვიქტორ ოსიმენის ხილვა სურს.
წყაროს ცნობით, ჯუნტოლი ლილიდან ჯონათან დევიდის გაფორმებას ეცდება, ამის გარდა კი, თუ დუშან ვლაჰოვიჩმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ბიანკონერის მისი გაყიდვა მოუწია, ჯუნტოლის პრიორიტეტი ნიგერიელი ფორვარდი იქნება.
ოსიმენი ნაპოლის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს. პარტენოპეი დიდი ალბათობით მის გაშვებას სეზონის ბოლოს 60-70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება.