პადოვანო:“ იუვენტუსს შესანიშნავი პროექტი აქვს, ჯუნტოლისა და მოტას დრო უნდა მივცეთ“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ ტურინული გრანდის ახალ პროექტზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, იუვენტუსს ძალიან კარგი, ამბიციური პროექტი აქვს. მათ გასულ თვეებში თითქმის ყველაფერი შეცვალეს, ბიანკონერის სერია ა-ში მე-2 ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მათ რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მალე მსოფლიოში საუკეთესოები იქნებიან.
„ჯუნტოლიმ და მოტამ კარგად იციან, თუ რას აკეთებენ. ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ და იუვენტუსი აუცილებლად დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია.
„რჩევა ვლაჰოვიჩს ? მე რჩევების მიცემა არ მიყვარს. დუშანი ძალიან მომწონს, ის უმაღლესი დონის ფორვარდია, თუმცა დუშანს კრიტიკის მოსმენა უჭირს. იუვენტუსში თამაშისას კრიტიკა გარდაუვალია, ამ გუნდის მაისურით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს უთამაშიათ და როდესაც გოლს ვერ იტან, შენ აუცილებლად გაგაკრიტიკებენ, ვლაჰოვიჩი ამისთვის მზად უნდა იყოს.“