TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონანი:“ დანილო-რასპადორის ბარტერი ჭკვიანური იქნებოდა, თუმცა…“

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ალესანდრო ბონანმა დანილო-რასპადორის შესაძლო ბარტერზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს გაცვლა ორივე გუნდისთვის ჭკვიანური იქნებოდა. ნაპოლის დაცვაში პრობლემები აქვს და დანილო ანტონიო კონტეს აუცილებლად გამოადგებოდა, იუვენტუსს კი სათადარიგო ფორვარდი სჭირდება და რასპადორი ტიაგო მოტას სქემას იდეალურად შეეფერება.

„ამის მიუხედავად, ეს ბარტერი რთულად წარმოსადგენია, რადგან ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და არ ვფიქრობ, რომ იანვარში ერთმანეთის გაძლიერებას დათანხმდებიან.“

error: დაცული კონტენტი !