იუვენტუსის წინადადება ანტონიო სილვას გასაფორმებლად
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბენფიკას ტალანტის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ბენფიკას მიერ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს ერთანად გადახდას არ აპირებს და ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ დაახლოებით 8-9 მილიონს შესთავაზებს, მისი შემდგომში 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.