ოსიმენს იუვენტუსში თამაში სურს
იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს ზაფხულში კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა.
ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ნიგერიელი ფორვარდია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 70-75 მილიონ ევროს შესთავაზებს, თავად ფეხბურთელისგან კი ტრანსფერზე თანხმობა მიღებული აქვს.