TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჰანცკოს სეზონის ბოლოს მიუბრუნდება

იუვენტუსი გასულ კვირებში დავიდ ჰანცკოს გაფორმებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა ფეიენორდმა მისი გაყიდვა შუა სეზონში არ ისურვა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სლოვაკი მცველის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ის სეზონის ბოლოს ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

იუვენტუსს ჰანცკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ნიდერლანდლებთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს.

error: დაცული კონტენტი !