იუვენტუსი და ჩელსი ვეიგას ტრანსფერზე მუშაობენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და ჩელსის შორის რენატუ ვეიგას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
პორტუგალიელი მცველი ტურინულ გრანდში მშრალი იჯარის წესით თამაშობს, თუმცა იუვენტუსი მისი ასპარეზობით კმაყოფილია და ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა.
მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი ვეიგას იჯარის რამდენიმე კვირით გახანგრძლივებას ცდილობს, რომ მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდის დახმარება შეძლოს, შემდეგ კი მხარეები ფეხბურთელის საბოლოოდ გამოსყიდვაზე იმსჯელებენ…