ორეჯა:“ სკუდეტოს იგებს გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს…“
იტალიელმა ჟურნალისტმა ვიტორიო ორეჯამ ჯენოასთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსს ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოტას ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა და ტურინელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
„3 ქულასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნლეოვანია ფაქტი, რომ გუნდმა ზედიზედ 6 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო. ჩვენ ვიცით, რომ იტალიაში სკუდეტოს თითქმის ყოველთვის ის გუნდი იგებს, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.“