შესნი ბარსელონას ხვალ შეუერთდება
იუვენტუსის ყოფილი კარის დარაჯი ვოიცეხ შესნი კარიერას განაახლებს და ბარსელონას რიგებს შუერთდება.
პოლონელი კარის დარაჯი, ვინც კარიერის დასრულება რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, ბლაუგრანასთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდში ტრავმირებულ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ჩაანაცვლებს.
შესნის ფეხბურთში დაბრუნება პოზიტიური სიახლეა იუვენტუსისთვისაც. პოლონელმა იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 4.5 მილიონი მიიღო, თუმცა შეთანხმების საფუძველზე, შესნის ფეხბურთში დაბრუნების შემთხვევაში იუვენტუსი 2 მილიონს უკან მიიღებს.