მანჩესტერი ალეგრის გაფორმებას განიხილავს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი გუნდში მაქს ალეგრის მიყვანას სერიოზულად განიხილავს.
ტოტენჰემთან განადგურების შემდეგ, წითელი ეშმაკები გუნდიდან ერიკ ტენ ჰაგის გაშვებას გეგმავენ და გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, ინგლისური გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ალეგრი გახლავთ.
მაქსს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურდა, თუმცა მის მიმართ ინტერესს სერია ა-ს არც ერთი გრანდი არ იჩენს, ამიტომ დიდია ალბათობა, იუვენტუსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.