ოპენდას მსურველი ინგლისშიც გამოუჩნდა
ლოი ოპენდას ტურინული თავგადასავალი სეზონის ბოლოს დასრულდება. ბელგიელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი ზაფხულში მასთან დამშვიდობებას გეგმავს.
ბელგიელი ფეხბურთელი გასულ დღეებში ფრანგულ გუნდებს დაუკავშირეს, Calciomercato-ს ცნობით კი მას მსურველი ინგლისშიც ჰყავს.
წყაროს ცნობით, ოპენდას ტრანსფერით ლიდსი ინტერესდება. ინგლისელები მის იჯარით გაფორმებას ეცდებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
იუვენტუსს თავის მხრივ ოპენდას საბოლოოდ გაყიდვის და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდის იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
