იუვენტუსი ოლიმპიაკოსის ტალანტით ინტერესდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ოლიმპიაკოსის ნახევარმცველის მუზაკიცის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის სკაუტები ფეხბურთელის მატჩებს უკვე დაესწრნენ და მისი აგენტი რამდენიმე დღის წინ კონტინასაზე იყო, სადაც იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
19 წლის ბერძენი ნახევარმცველი ოლიმპიაკოსის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს. იუვენტუსს ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
