ატლეტიკო გონსალესის გამოსასყიდი თანხის შემცირებას ეცდება
ატლეტიკო ნიკო გონსალესის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს, თუმცა მისი შენარჩუნება სურს და იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ესპანელებს არგენტინელის გამოსყიდვა 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ, თუმცა რომეო აგრესტის ცნობით, მადრიდელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.
იუვენტუსი თავის მხრივ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ლუჩიანო სპალეტი ნიკოს დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, ის ედონ ჟეგროვას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
