TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: საკლუბო მუნდიალის კალენდარი ცნობილია

FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა.

ტურინული გრანდი ტურნირზე სტარტს ვაშინგტონში 19 ივნისს აიღებს, ბიანკონერის მეტოქე არაბული ალ-აინი იქნება.

ტიაგო მოტას გუნდის შემდეგი მეტოქე ვაიდად კასაბლანკა იქნება, მატჩი 22 ივნისს ფილადელფიაში გაიმართება.

G ჯგუფის ბოლო და ცენტრალური დაპირისპირება იუვენტუსსა და მანჩესტერ სიტის შორის 26 ივნისს, ორნალდოში ჩაინიშნა.