TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას იუვენტუსში დარჩენა უნდა

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და გუნდში დარჩენის იმედი აქვს.

წყაროს ცნობით, კიეზა სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ტიაგო მოტას დარწმუნებას ეცდება, რომ იტალიელი ახალი მწვრთნელის გუნდსი გამოსადეგი ფეხბურთელი იქნება.

ფედერიკო გუნდთან ერთად ვარჯიშს ქორწილის შემდეგ განაახლებს, რომელიც 20 ივლისს არის ჩანიშნული.