TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

NextGen-ს მონტერო ჩაიბარებს

იუვენტუსის NextGen-ის გუნდს ბიანკონერის ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მონტერო ჩაიბარებს.

მონტერო აქამდე ტურინული გრანდის 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახლდათ, სერია ა-ს ბოლო 2 მატჩში კი მან მაქს ალეგრი ჩაანაცვლა.

მონტერო NextGen-ის მწვრთნელი მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში იქნება, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.