კომო კავილიას ტრანსფერზე მუშაობს
კომო იუვენტუსის ტალანტის ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, 24 წლის იტალიელ ფეხბურთელს მოტა სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში დააკვირდება და მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ ტურინულმა გრანდმა მისი გაშვება გადაწყვიტა, იტალიელის გაფორმების მთავარი კანდიდატი სერია ა-ში ახლად დაწინაურებული კომო იქნება.