TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ შესნი, ალ-ნასრი კიეზას ტრანსფერითაც ინტერესდება

იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, არაბულ ალ-ნასრი ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

მხარეებს შორის მუშაობა ვოიცეხ შესნის თაობაზე გრძელდება და მოლაპარაკებების დროს კიეზას სახელმაც გაიჟღერა.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ალ-ნასრი კიეზას ტრანსფერზე არ მუშაობს, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.