ფეიენორდის საბოლოო უარი იუვენტუსს…
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეიენორდისგან დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო უარი მიიღო.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას იანვარში არ აპირებენ, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება.
დი ნატალეს თქმით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ბენფიკას ტალანტის ანტონიო სილვას ტრანსფერზე აქტიურობს.