TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი რასპადორის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ცნობით, ნაპოლი იანვარში ჯაკომო რასპადორის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, რასპადორი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ პარტენოპეი მის გაყიდვას და მიღებული თანხით პრობლემური პროზიციების გაძლიერებას ეცდება.

დელა ვალეს თქმით, ნაპოლი რასპადორის სანაცვლოდ, ვინც დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული, არც დანილოსა და ნიკოლო ფაჯოლის მიღებაზე იტყვის უარს.