TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ადანი:“ მოტას იუვენტუსში კარგი სტარტი აქვს, ქომაგებს მეტი მოთმინება მართებთ“

ლელე ადანიმ იუვენტუსში ტიაგო მოტას სტარტი შეაფასა.

„დღევანდელ ფეხბურთში მოთმინება და ნდობა ძალიან იშვითია, თუმცა ვფიქრობ, ტიაგო მოტას კრიტიკა ამ მომენტისთვის სრულიად უადგილოა.

„იუვენტუსის ქომაგები ბოლო წლებში არსებული კრიზისითა და არეულობით დაიღალნენ, ისინი შედეგს დაუყოვნებლივ ელოდებიან, თუმცა ახალი პროექტის განვითარებას დრო სჭირდება.

„იუვენტუსში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტიაგო მოტას ძალიან კარგი სტარტი აქვს. გუნდი რჩება კოპა იტალიაზე, ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ახლოს არის, სერია ა-ში კი ჩემპიონთა ლიგის ზონას სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩება. დარწმუნებული ვარ, სეზონის მსვლელობისას იუვენტუსი საგრძნობლად მოუმატებს და როგორც თამაშის ხარისხის, ასევე შედეგების მხრივ უკეთესი იქნება.“

error: დაცული კონტენტი !