იუვე სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსის პრიორიტეტი იანვარში დაცვის გაძლიერება იქნება და დავიდ ჰანცკოსთან ერთად, ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე ბენფიკას ანტონიო სილვაა.
ახალგაზრდა ტალანტი ბენფიკას გეგმებში არ შედის, ამიტომ იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან ერთად მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
IlBianconero-ს ცნობით, ბენფიკა იანვარში ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი არენდით გასხვისება არ სურს და 30-35 მილიონ ევროს ითხოვს, ტურინელებს კი მისი იჯარით გაფორმება სურთ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.