TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი რასპადორის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი იანვარში ჯაკომო რასპადორის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

იტალიელი ფორვარდი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ პარტენოპეი მისი გაშვებისა და მიღებული თანხით გუნდის გაძლიერების წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, ნაპოლი რასპადორის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს, ფეხბურთელის გაფორმებას იუვენტუსი, რომა და ატალანტა ეცდებიან.