იტალიანო:“ იუვენტუსი არასოდეს კვდება და ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით“
ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ მატჩის ორი მესამედი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ამ გამორჩეულ სტადიონზე გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო, თუმცა სამწუხაროდ საქმის ბოლოდე მიყვანა ვერ შევძელით.
„ვფიქრობ, იუვენტუსთან 2 ქულა დავკარგეთ, რადგან ყველაფერი ჩვენი სცენარით მიდიოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იუვენტუსი არასოდეს კვდება და ბიანკონერი შეცდომებს არ გაპატიებს.“