ლეჩეს პრეზიდენტი:“ დორგუს მრუსველები როგორც იტალიაში, ასევე სხვა ჩემპიონატებში ჰყავს“
ლეჩეს პრეზიდენტმა სავერიო სტიჩი დამიანიმ პატრიკ დორგუს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„დორგუს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, მას მსურველები როგორც სერია ა-ში, ასევე სხვა ჩემპიონატებში ჰყავს, თუმცა ჩვენ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებთ.“
შეგახსენებთ, დორგუ ფლანგის მცველის პოზიციის გასაძლიერებლად იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მოიაზრება.