TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლი ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სტანისლავ ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

სლოვაკის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს, ამიტომ პარტენოპეის მისი გაყიდვა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ნაპოლი მზად არის, 31 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. ის ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ტურინული გრანდი ფეხბურთელის დაახლოებით 20 მილიონად გაფორმებას ეცდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).