ჯუნტოლი:“ იანვარში დაცვას გავაძლიერებთ, შეტევაში მილიკს ვენდობით“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ასტონ ვილასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„წინ ძალიან მნიშვნლეოვანი მატჩი გველოდება, მეტოქე ძლიერია, თუმცა ჩვენ სახლში სასურველი შედეგის წასაღებად ბოლომდე ვიბრძოლებთ.
„სამწუხაროდ, ტრავმების გამო პრობლემები გვაქვს, ამიტომ ბიჭებმა კიდევ უფრო ბევრი უნდა გააკეთონ და დარწმუნბული ვარ, თითოეული მათგანი ბოლომდე დაიხარჯება.
„რატომ არ გამოვიძახეთ ფეხბურთელები NextGen-იდან ? ახალგაზრდებისთვის ზედმეტი წნეხი საჭირო არ არის, პირველ გუნდში სათამაშოდ გამოცდილება არის საჭირო, ჩვენ პროცესის დაჩქარება არ გვსურს.
„ტრავმების სიხშირე ? დატვირთული გრაფიკის ფონზე ტრავმები გარდაუვალია, თუმცა მწვრთნელი და ფეხბურთელები გუნდის ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, ჩვენ მუშაობას და განვითარებას ვაგრძელებთ.
„ფორვარდი ? გავიმეორებ, ჩვენ მილიკს ბოლომდე ვენდობით და მის დაბრუნებას ველოდებით, ის შესანიშნავი ფორვარდია, ვინც მოტას სტილს შეეფერება. ჩვენი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება, მე არაერთ შესანიშნავ ფეხბურთელს განვიხილავ, შეტევაში კი მილიკის იმედი გვაქვს.“