ოფიციალურად: ტიაგო მოტას 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
სპორტულმა მოსამართლემ იუვენტუსის მწვრთნელს ტიაგო მოტას 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
მოტამ წითელი ბარათი ბოლონიასთან მატჩის მსვლელობისას, მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო, რის გამოც მას სერია ა-ში მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ტურინული გრანდი 14 დეკემბერს Allianz-ზე ვენეციას უმასპინძლებს. იუვენტუსის ამ შეხვედრაში მოტას ასისტენტი ალექსანდრე ჰუგე უხელმძღვანელებს.