TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კანავარო:“ იუვე არასტაბილურია, თუმცა მოტას დრო სჭირდება“

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაურა.

„იუვენტუსს სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემები აქვს და ჯერჯერობით ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რასაც მისგან ელოდებიან, თუმცა ეს სრულიად ნორმალურია.

„გუნდში ახალი პროექტი ახლახანს დაიწყო, იუვენტუსს ჰყავს ახალი დირექტორი, მწვრთნელი და უამრავი ახალი ფეხბურთელი, ეს მარტივი არასოდეს არის.

„იუვეს არასტაბილურობის მიზეზი სწორედ ეს არის, მოტას დრო სჭირდება, თუმცა ბიანკონერის რიგებში ბევრ დროს არავიმ მოგცემს. ვფიქრობ, ახალ პროექტს წარმატებისთვის 3 წელი სჭირდება, თუმცა ტურინში შენგან ტიტულებს მაქსიმუმ მეორე სეზონიდან ითხოვენ.“