მოტამ რამოსის გაფორმებაზე უარი თქვა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ლეგენდარული ესპანელი მცველის სერხიო რამოსის გაფორმებას განიხილავდა, თუმცა ტურინულმა გრანდმა მასზე უარი თქვა.
წყაროს ცნობით, რამოსის გუნდში მისვლა პირადად ტიაგო მოტამ დაბლოკა, რადგან მას ბიანკონერის პროექტის შესაბამის ფეხბურთელად არ მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რამოსი თავისუფალი აგენტი გახლავთ და მისი გაფორმება იუვენტუსს ახლავე შეუძლია.