იუვენტუსის ინტერესი კესის მიმართ სერიოზულია
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანკ კესის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის კლასსა და გამოცდილებას ძვირად აფასებს და მას ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
პრობლემა კესის მაღალი ხელფასია, ის არაბეთში წლიურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, იუვენტუსი კი, რომელიც სახელფასო ჭერისა და ხარჯების შემცირებას ცდილობს, კესის 4-4.5 მილიონ ევროზე მეტს არ შესთავაზებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
