ფაჯოლის მსურველი სერია ა-შიც ჰყავს
გასულ დღეებში ნიკოლო ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე ცნობები აქტიურად ვრცელდება და იტალიელ ფეხბურთელს მსურველები საკმაოდ ბევრი ჰყავს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ინგლისური გუნდების შემდეგ, ნიკოლო ფაჯოლის მიმართ ინტერესი ბოლონიამაც დააფიქსირა.
წყაროს ინფორმაციით, ბოლონიას იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სურს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ფაჯოლი იქნება.
იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს და მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღება სურს.