TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ბეუკემას მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლონიას მცველის სემ ბეუკემას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ტურინული გრანდი გლეისონ ბრემერის შემცვლელის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, თუმცა წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას ფავორიტი სამიზნე ბოლონიას მცველი გახლავთ.

პრობლემა ბოლონიას პოზიციაა, როსობლუ ფეხბურთელის მარტივად დათმობას არ აპირებს და ნიდერლანდელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, ტურინულ გრანდს კი ბრემერის შემცვლელის იჯარით გაფორმების იმედი აქვს.

error: დაცული კონტენტი !