TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ იმედი მაქვს, იუვენტუსში დარჩენა შემეძლება“

ჩიკო კონსეისაუმ La Stampa-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე ქუჩური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ფეხბურთის, რომელიც ქომაგებში დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს. მოტა ჩემგან შეტევაში კრეატიულობას ითხოვს, ჩვენ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეგვიძლია, თუ ეს კოლექტიურ წარმატებას ემსახურება.

„გამარჯვება ? ვფიქრობ, გამარჯვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მე ვთამაშობდი აიაქსში, შემდეგ პორტუში და ახლა იუვენტუსში, ისტორიული გუნდები, სადაც გამარჯვება და ტიტული ყველაფერზე მაღლა დგას.

„ჩემი მომავალი იუვენტუსში ? მე აქ იჯარით ვარ, თუმცა გუნდის პროექტი ძალიან მომწონს, აქ ამბიციური მიზნებისთვის საბრძოლებლად ყველაფერი მაქვს და იმედია ამ მაისურით თამაშის საშუალება დიდი ხანი მექნება.

„გოლი ლაიფციგთან ? ეს დიდებული მომენტი იყო, ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში მნიშვნლეოვანი შედეგი მოვიპოვეთ. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში გუნდის დახმარებას ბევრჯერ შევძლებ.

„გაძევება კალიარისთან ? მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჩემსა და მცველს შორის კონტაქტი იყო. შესაძლოა ეს 11-მეტრიანისთვის საკმარისი არ გახლდათ, მაგრამ სიმულაციას ადგილი არ ჰქონია“