მოტა:“ დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩია და ჩვენ გამარჯვებისთვის ბოლომდე დავიხარჯებით“
იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ძალიან პოზიტიური ემოციები გვაქვს, ეს დერბია, სხვებისგან გამორჩეული მატჩი, რომელიც ქომაგებისთვის ორმაგ მნიშვნლეობას ატარებს. ჩვენ საუკეთესო თამაშის ჩვენებას, გამარჯვებას და ქომაგების გახარებას ვეცდებით.
„ტორინო ძალიან კარგი, ორგნაიზებული გუნდია, რომელიც თავს 5 მცველით ძალიან კარგად იცავს და კონტრ-შეტევებზე სახიფათოები არიან, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
„ილდისი ? კენანს კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება. მას ლილთან მატჩშიც ჰქონდა მომენტები, როდესაც უკეთ თამაში მართებდა, მას ამისთვის ყველაფერი აქვს.“