ვლაჰოვიჩი:“ დერბიში გამარჯვებისთვის 100 პროცენტით დავიხარჯებით“
იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ბევრი ჩვენგანისთვის ეს პირველი დერბი იქნება, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნლეოვანია ქალაქისთვის და ქომაგებისთვის დღეს გამარჯვება. წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
„დუეტი კოპმეიენრსთან ? ჩვენ ერთმანეთთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო გვჭირდება, მაგრამ რაც დრო გადის, მოედანზე ერთმანეთს უფრო კარგად ვუგებთ. ჩვენს შორის კარგი ქიმიაა და დარწმუნებული ვარ, ეს მე ძალიან დამეხმარება.
„დაბრუნება ნაკრებში ? მე ძალიან ბედნიერი ვარ. გასული მატჩები ოჯახური პრობლემების გამო გამიცდა, თუმცა მომდევნო შეხვედრებში ნაკრების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.“