TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ კოლექტიურად ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, ლოკატელი იტალიის ნაკრებს მიღმა ?…“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ DAZN-თან ტურინულ დერბიზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ილდისი ? ის სეზონის სტარტიდან მოყოლებული საგრძნობლად განვითარდა, რადგან ამის ტალანტი და ტექნიკური მახასიათებლები აქვს. კენანის ინდივიდუალური მახასიათებლები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ის გუნდისთვისაც ძალიან ბევრს ირჯება, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია.

„ჩემი იუვენტუსის საუკეთესო ასპექტი ? კონკრეტული ასპექტის გამოყოფა ძნელია, გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმზე არ ვართ< მაგრამ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ბიჭები გუნდურად, კოლექტიურად თამაშობენ და მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძვიან. როდესაც ჩვენ ინდივიდუალურ თამაშზე უარს ვამბობთ და კოლექტიურად ვიწყებთ თამაშს, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება.

„ლოკატელი იტალიის ნაკრებს მიღმა ? სპალეტის ჩემი რჩევები არ სჭირდება. ის მანუს და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მე ნაკრების გადაწყვეტილებების განხილვას არ ვაპირებ.

„მე მხოლოდ იუვენტუსის ლოკატელიზე შემიძლია საუბარი, მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მისი მონდომება და მოტივაცია პირველივე დღიდან უმაღლეს დონეზეა.“

error: დაცული კონტენტი !