TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ თითოეულმა ჩვენგანმა მეტი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ეს მე მეხება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„იუვენტუსის დაბადების დღე ? ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ დიდებული გუნდის ისტორიის ნაწილი ვარ. მინდა იუვენტუსს დღეს და მომავალში წარმატებები და კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება ვუსურვო.

„რა ფორმაშია გუნდი ? ბიჭები თავს კარგად გრძნობენ, ჩვენ დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება, რის შემდეგაც უდინეში გავემგზავრებით.

„რატომ ვუშვებთ ბევრ გოლს ? ჩვენ უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ და კოლექტიურად უკეთ ვითმაშოთ. უნდ დავიბრუნოთ აგრესია, დავტოვოთ ნაკლები სივრცეები და მეტოქე გუნდს ბურთის მარტივად გათამაშების საშუალება არ მივცეთ.

„ვლაჰოვიჩისთვის შექმნილი ცოტა შანსი ? ჩვენ შეტევით ფაზაში გაცილებით კარგად თამაში გვმართებს, ეს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ ეხება. მთავარი არა რაოდენობა, არამედ მომენტების ხარისხი და მათი გამოყენებაა.

„სატურნირო ცხრილი ? ჩვენ გაცილებით კარგად თამაში გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ პოზიციებზე ყოფნა გაგვიჭირდება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს და თამაშის ხარისხი უკვე უდინეზესთან მატჩში უნდა გამოვასწოროთ.

„ხვალინდელი მატჩის სირთულეები ? უდინეზე ძალიან კარგად დაკომპლექტებული, ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. მათ სახლში 6-დან 5 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ინტერთან დამარცხდნენ, ამიტომ წინ რთული მატჩი გველოდება.

„ლუისი და ნიკო ? ისინი ხვალ ვერ ითამაშებენ.

„კოპმეიენრსი ? ის ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, მაგრამ ჯერჯერობით 100 პროცენტით მზად არ არის. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, თუმცა ვნახოთ, შეძლებს თუ არა სასტარტოში დაწყებას.

„დაისვენებს თუ არა ვლაჰოვიჩი ? შეიძლება, ამას ჩვენ დღეს განვიხილავთ. სეზონის ამ ეტაპზე ფეხბურთელები დაღლილები არ არიან, ამიტომ მისი დასვენების აუცილებლობა ჯერ არ დგას.

„სკუდეტო ? ტიტული 10 ტურში არავის მოუგია, ჩვენი პრიორიტეტი ახლა მხოლოდ უდინეზესთან მატჩია. თითოეულ ჩვენგანს გაცილებით მეტის გაკეთება გვმართებს და უნდა მოვუმატოთ როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტებში, პირველ რიგში კი ეს მე მეხება.“