TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანის მცველი და ნაპოლის ფორვარდი იუვეს სიაში…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო პაგანინის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში მილანის მცველის ფიკაიო ტომორისა და ნაპოლის ფორვარდის ჯაკომო რასპადორის გაფორმებას ეცდება.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბიანკონერის პრიორიტეტი ნახსენები პოზიციების გაძლიერება იქნება და წყაროს ცნობით, ტომორი და რასპადორი ჯუნტოლის სამიზნეები იქნებიან.

წყაროს ცნობით, ტომორი მილანისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლომბარდიულმა გრანდმა იანვარში მისი გაშვება მოისურვოს, რასპადორი კი პარტენოპეის რიგებში სათამაშო დროს ვერ იღებს და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება…