იუვე იანვარში დანილოს გაყიდვას ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დანილოს გაყიდვას ეცდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის სტარტზე ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიოდა, თუმცა გლეისონ ბრემერის ტრავმის შემდეგ მან არაერთი შანსი მიიღო, რომელთა გამოყენებაც ვერ შეძლო და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დანილო იუვენტუსის რიგებში ბოლო სეზონს ატარებს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი იანვარში დანილოს გაყიდვას ეცდება, რაც გუნდს სეზონის ბოლოს მის უფასოდ დაკარგვას აარიდებს თავიდან.