TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფენერბაჰჩე ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ფენერბაჰჩე ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გუნდში უესტონ მაკკენის ხილვა სურს და თურქები სანაცვლოდ ტურინულ გრანდს ფერდი კადიოღლუს სთავაზობენ, ვის მიმართაც ბიანკონერი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.

ბარტერის განხორციელების შემთხვევაში, იუვენტუსს დაახლოებით 10 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.