მირეტი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ფაბიო მირეტი შესაძლოა იუვენტუსის რიგებში დარჩეს.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა იტალიელი ნახევარმცველის შენარჩნების წინააღმდეგი არ არის და ის გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ბიანკონერი კარგ წინადადებას მიიღებს.
მირეტის მიმართ ინტერესი სერია ა-ს რამდენიმე გუნდმა გამოთქვა, იუვენტუსი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.