TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კრისტალ პალასი კოსტიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, კრისტალ პალასი იუვენტუსის გარემარბის ფილიპ კოსტიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

31 წლის ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი სერბისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.

კოსტიჩის სახელი გასულ კვირებში რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ბოლო პერიოდში მის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ინგლისელები აქტიურობენ. იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 9-10 მილიონი ევროს მიღება სურს.