TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

როგორც მოსალოდნელი იყო, ასტონ ვილას და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა ლას ვეგასში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

პროცედურას იუვენტუსის სამედიცინო შტაბის წევრები დაესწრნენ, რომლებიც ლას ვეგასში გუშინ ჩაფრინდნენ.

ბრაზილიელ ფეხბურთელს იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი ევრო იქნება. იუვენტუსი მის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს.