მინგეზას ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას ინგლისელები გაუწევენ
იუვენტუსი ოსკარ მინგეზას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა, მაგრამ ტურინულ გრანდს ესპანელის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, 27 წლის მარჯვენა მცველის მიმართ, რომელის თავისუფალი აგენტი გახლავთ, ინტერესს არსენალი და ასტონ ვილა იჩენენ, მათთან კი ფინანსურად იუვენტუსს კონკურენცია გაუჭირდება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ინგლისელები მინგეზას ტრანსფერში ფავორიტებად მოიაზრებიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
