კელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლოიდ კელის პრიორიტეტი მომდევნო სეზონში იუვენტუსში დარჩენაა.
წყაროს ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელს ტურინულ გრანდში დარჩენა და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა უნდა.
იუვენტუსი თვის მხრივ კელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე დაახლოებით 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც თავის მხრივ გუნდს ლუკუმი-მუჰარემოვიჩის დუეტის გაფორმების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
